მესტიის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დღეიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება
მესტიის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დღეიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად, ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დღეიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – აცხადებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის ჩაქრობას გუშინ 45-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.