მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

16:23, 12.10.2020

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე უკვე მისულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი და ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობენ ცეცხლს. ხანძრის კერა მთის ფერდობზეა. რთული რელიეფის გამო, კერასთან სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

მსგავსი