მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მულხურაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მულხურაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში, მდინარე მულხურადან მაშველებმა 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.

მას სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

მამაკაცი მდინარე მულხურაში 12 ივლისს ავტომობილით გადავარდა.

მანქანა მაშველებმა იმავე დღეს ამოიყვანეს, ხოლო მანქანაში მყოფი პირის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობდა.