მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე გამოკვლეული კიდევ 409 პირიდან, ვირუსი არც ერთს დაუდასტურდა

10:50, 24.08.2020

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე გამოკვლეული კიდევ 409 პირიდან, ვირუსი არც ერთს დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგებმა ბოლო სამ დღეში დაბა მესტიასა და ლენჯერის თემში, ასევე საკარანტინე სივრცეებში ჯამში, 1 216 პირი გამოიკვლიეს. მათგან გუშინ შვიდ პირს ლენჯერის თემში „კოვიდ 19“ განმეორებითი ტესტირებით დაუდასტურდა.

მსგავსი