მესტიის მუნიციპალიტეტში გუშინ აღებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია

14:37, 26.08.2020

მესტიის მუნიციპალიტეტში გუშინ აღებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტან ჟორჟოლიანმა განუცხადა.

„გუშინ გაგზავნილი ტესტებიდან ყველას პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ისევ გრძელდება აქ მყოფი მოქალაქეების ტესტირებები. შეზღუდვები 2 სექტემბერს მთლიანად მოიხსნება. 2 სექტემბრამდე კიდევ გვრჩება ადამიანები საკარანტინო სივრცეებში. ისინი 2 სექტემბერს დაამთავრებენ კარანტინს და 2 სექტემბერს ისინიც თავისუფლები იქნებიან და ჩვენც მოგვეხსნება შეზღუდვები“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

მსგავსი