მესტიის მუნიციპალიტეტში დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა
მესტიის მუნიციპალიტეტში დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამუშაოებში ჩართულია 80 მაშველი, ათეულობით ადგილობრივი მცხოვრები, მუშაობს ვერტმფრენი და ტერიტორიის მონიტორინგი დრონებით მიმდინარეობს.

მეხუთე დღეა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში 13 წლის ბიჭს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება 19 ივლისს შევიდა.