მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

მესამე დღეა, მესტიის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა სოფლებში, რაც ძირითადად სასოფლო გზების ჩაკეტვას და ელექტროენერგიის შეფერხების მიწოდებას უკავშირდება.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, მიმდინარეობს სოფლების შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. როგორც მერი ამბობს, ელექტროენერგია ხშირად ითიშება, თუმცა მუშაობენ ავარიული ბრიგადები და უმოკლეს ვადაში ხდება პრობლემის აღმოფხვრა.

რაც შეეხება ზუგდიდი – ჯვარი- მესტიის საავტომობილო გზას, კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და გზაზე შეფერხებები არ არის.

დატოვე კომენტარი