მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის მიმდებარე წიწვოვან ტყეში ხანძარია [ვიდეო]

შს სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის მიმდებარე წიწვოვან ტყეში ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლატალის მიმდებარე წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. ადგილზე გამოცხადდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა მოხერხდა და დაიწყო ქრობის სამუშაოები.

ასევე, სვანეთში, სოფელ დიზის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ხანძრის ღია კერები აღარ შეინიშნება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.