მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე ხანძარია [ვიდეო]

მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის სოფელ იდლიანის სიახლოვეს, მთის ფერდობზე ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველ არხს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები როგორც მესტიიდან, ასევე ზუგდიდიდან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ტერიტორია, სადაც ხანძარია, ტრანსპორტისთვის მიუვალია და ადგილზე მეხანძრე-მაშველები ტექნიკის გარეშე იმუშავებენ.