მესტიაში 3 500-ზე მეტი „პისიარ“ ტესტია აღებული
მესტიაში 3 500-ზე მეტი „პისიარ“ ტესტია აღებული

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ყველა ადმინისტრაციულ თემსა და ყველა სოფელში აიღეს „პისიარ“ ტესტის ნიმუშები.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, ჯამში დაახლოებით 3 500-ზე მეტი „პისიარ“ ტესტია აღებული.

„გუშინ ყველა ადმინისტრაციულ თემსა და ყველა სოფელში აიღეს „პისიარ“ ტესტის ნიმუშები. ეს გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს მთლიან მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ წარმოდგენა. გვრჩება საკარანტინო სივრცეებში 700-მდე ადამიანი, რომლებსაც წასვლის წინ ჩაუტარდებათ ტესტები. პირველი ეტაპი იქნება 21 აგვისტოს. მე-11 დღეს ტესტირება ჩაუტარდებათ და მე-12 დღეს ისინი წავლენ საკუთარ სახლებში. გარდა ამისა, ეპიდემიოლოგების სამი ჯგუფი აგრძელებს ღრმა კვლევებს“, – განაცხადა მესტიის მერმა.

რაც შეეხება ამანათების დარიგებას, კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ამანათების დარიგება დღესაც იგეგმება.

ლენჯერის თემს სრულად მოვრჩებით დღეს. ხვალიდან დაიწყება მესტიაში ხანდაზმულებისთვის დარიგება, შემდეგ მთელ მუნიციპალიტეტში დარიგდება პროდუქტებისა და ჰიგიების საშუალებების ამანათები. მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახი მიიღებს ამ ამანათებს“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.