მესტიაში უკრაინელი ტურისტის სამძებრო სამუშაოები გრძელდება 
მესტიაში უკრაინელი ტურისტის სამძებრო სამუშაოები გრძელდება 

მესტიაში ტურისტს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა.

თეთნულდზე გუშინ ზვავი ჩამოწვა, საიდანაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ჩეხი ტურისტი უვნებლად ამოიყვანეს. ზვავში სხვა პირის შესაძლო მოყოლაზე ინფორმაცია ტურისტების მიერ არ დასტურდებოდა, თუმცა მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში აღმოჩნდა მოთხილამურის სრული აღჭურვილობა, მათ შორის ჯიპიეს მოწყობილობა, რომელიც უკრაინელ ტურისტს ეკუთვნის. ტურისტი კი, სასტუმროში არ დაბრუნებულა. შესაბამისად, ძებნა დაიწყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უკრაინელი ტურისტი სასტუმროში არც წუხელ გამოჩენილა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დილიდან განახლდა.

იყო თუ არა ზვავის დროს აღნიშნული პირი თეთნულდზე, ცნობილი არ არის.