მესტიაში თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს მიაღწია

12:52, 16.02.2021

მესტიაში თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს მიაღწია. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, თოვლის საფარი უფრო მაღალია სოფლებში.

ხაიშის თემის სოფლებში ინტენსიური თოვა დილიდან დაიწყო. კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე მხოლოდ ორხიდიანი ტრანსპორტის მოძრაობაა ნებადართული. ჟორჟოლიანის თქმით, სოფლის სკოლებში მოსწავლეები შეუფერხებლად გადაჰყავთ.

მესტიის მერის თქმით, თოვლისგან იწმინდება სოფლის გზები. ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ მუნიციპალიტეტში პრობლემა არ არის.

მსგავსი