მესტიაში „სვანეთობა 2019" იმართება
მესტიაში „სვანეთობა 2019" იმართება

დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე ფესტივალი „სვანეთობა 2019“ მიმდინარეობს.

ცენტრალურ სკვერში მოწყობილია ტრადიციული სვანური სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა. მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს, შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ სვანური ტრადიციული კერძები, ასევე დაათვალიერონ წარმოდგენილი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები. ფესტივალზე წარმოდგენილია მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა სოფელი.

ფესტივალს ესწრებიან ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლება.

ფესტივალი გვიან საღამომდე გაგრძელდება და კონცერტით დასრულდება.