მესტიაში სურსათი შეიტანეს
მესტიაში სურსათი შეიტანეს

მესტიაში სურსათი შეიტანეს. მუნიციპალიტეტის პროდუქტით მომარაგება ამჯერად ქუთაისიდან განხორციელდა. პროდუქტებს ელოდებიან სამეგრელოდანაც.

ადგილობრივები და მესტიაში მყოფი ტურისტები აცხადებენ, რომ პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებით, პრობლემები არ შექმნიათ.

ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის ინფორმაციით, სადისტრიბუციო მანქანები მესტიის გარდა, მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც მიდიან. მისი თქმით, სასურსათო მარაგთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს და არც დისტრიბუციას ექმნება რამე სახის შეფერხება.