მესტიაში სასტუმროების მეპატრონეები აქციას მართავენ
მესტიაში სასტუმროების მეპატრონეები აქციას მართავენ

მესტიაში სასტუმროების მეპატრონეები აქციას მართავენ, მათ მესტიის ცენტრალური გზა აქვთ გადაკეტილი. როგორც აქციის მონაწილეები საქართველოს პირველ არხთან აცხადებენ, მთავარი მოთხოვნაა, საბანკო ვალდებულებების გადავადება, ვიდრე ტურიზმის სეზონი არ დადგება.

აქციის მონაწილეთა თქმით, მათ რამდენჯერმე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღიათ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ანი ჩართოლანი აცხადებს, რომ უკვე ორი თვეა იპოთეკურ სესხებს ვერ იხდიან და დგანან საშიშროების წინაშე, ბანკებმა წაართვან არ სასტუმროები.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ადგილობრივი ხელისუფლებიდან მათ ჯერ არავინ შეხვედრია.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.