მესტიაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
მესტიაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მესტიაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. უკვე ორი საათია, აქციის მონაწილეებს მესტიის შესასვლელში ცენტრალური გზა აქვთ გადაკეტილი.

ისინი „ქართული ოცნების“ წევრის, თემურ შუბითიძის ცემაში ბრალდებული ოთხი პირის გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზის გახსნას არ აპირებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ოთხივე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტია და ისინი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ იბრძვიან.

მათივე განმარტებით, ერთ-ერთ დაკავებულს, ლაშა გურგულიანს მომჩივანიც კი არ ჰყავს და ისინი შერჩევითი სამართლის მსხვერპლნი არიან.