მესტიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მწვერვალიდან უკრაინის მოქალაქე ჩამოიყვანეს

20:15, 08.09.2018

მესტიაში, სოფელ ხალდეში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა, მწვერვალიდან უკრაინის მოქალაქე ჩამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 35 წლის ქალბატონმა ლაშქრობისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

მსგავსი