მესტიაში, მთიდან ყინულის ჩამოშლით წარმოქმნილი წყლის დაგუბება აღარ არსებობს და ყველა სახის რისკი მოხსნილია
მესტიაში, მთიდან ყინულის ჩამოშლით წარმოქმნილი წყლის დაგუბება აღარ არსებობს და ყველა სახის რისკი მოხსნილია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მესტიაში, მთიდან ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი წყლის დაგუბება აღარ არსებობს,  წყლის დონის ეტაპობრივად დაკლების შემდეგ კი, ყველა სახის რისკი მოხსნილია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა, დღეს ადგილი მონიტორინგის მიზნით კიდევ ერთხელ მოინახულეს.

მონიტორინგის პროცესი შესაბამის სამსახურებთან ერთად, მომავალ დღეებშიც გაგრძელდება.