მესტიაში მშენებარე მესტია-ჭალა ჰესის მიმდებარედ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
მესტიაში მშენებარე მესტია-ჭალა ჰესის მიმდებარედ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მესტიაში მშენებარე მესტია-ჭალა ჰესის მიმდებარედ „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ ორგანიზიებით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია, შეწყდეს სვანეთში ჰესების მშენებლობა და ინდუსტრიული მასშტაბებით ოქროს წარმოება.

„სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა“ ასევე წერილით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, რომ დაიწყოს ფართომასშტაბიანი დისკუსია სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის, მოიწვიონ მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტები და სწორად მოხდეს პრიორიტეტების განსაზღვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები, სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა, როგორც თვითონ ამბობენ, მიმართავს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და გამოიყენებს ყველა ლეგიტიმურ ხერხს, სვანეთში ჰესებისა და ოქროს მოპოვებითი პროექტების შესაჩერებლად.

ხეობისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია, აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობის კუთვნილ ავტომობილებს და იქ მომუშავე პერსონალს არ ატარებენ. მესტია-ჭალაჰესის მშენებლობა დაახლოებით ექვსი თვის წინ  დაიწყო, სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია “სინერჯი გრუპი”.