მესტიაში მკვლელობა მოხდა
მესტიაში მკვლელობა მოხდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში მკვლელობა მოხდა.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან 23 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ამასთან, დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

პირველი არხის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტს ჰყავს თვითმხილველი, რომელიც მესტიის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.