მესტიაში, კლდის ფერდობზე ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდება [ვიდეო]

21:52, 05.07.2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მიმდებარე კლდის ფერდობზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ადგილი მიუვალია. მეხანძრე-მაშველებმა სამუშაოები დაღამების გამო შეწყვიტეს, თუმცა მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება.

ადგილობრივების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის კერა საკმაოდ შორსაა დასახლებული ადგილიდან, სოფელში უკვე შეინიშნება დაკვამლიანება. ისინი ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენის გამოყენებას ითხოვენ.

მსგავსი