მესტიაში კერძო და საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა აქცია გამართეს
მესტიაში კერძო და საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა აქცია გამართეს

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წინ კერძო და საოჯახო სასტუმროების მფლობელების ნაწილი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან სესხების პროცენტის გარეშე გადავადებას ითხოვენ.

მათი თქმით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, სვანეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა და მათ სესხების გადახდის საშუალება არ აქვთ. შეკრებილები ამბობენ, რომ ბანკები კერძო საკუთრების ჩამორთმევით ემუქრებიან. აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ აქციები მომავალშიც გაგრძელდებს.

მესტიაში კერძო სასტუმროების მფლობელებმა ორჯერ გამართეს აქცია და მესტიის ცენტრალური გზაც გადაკეტეს. მაშინ მათ ეკონომიკის სამინისტროს და საბანკო სექტორის წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ჯერ მხოლოდ დაპირებები ისმის და კონკრეტული შედეგი არ ჩანს.