მესტიაში ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს 

15:11, 04.03.2018

მესტიის ცენტრში გამაფრთხილებელი აქცია მიმდინარეობს. სეტის მოედანზე შეკრებილი არიან სვანეთის ყველა თემის წარმომადგენლები. ისინი ითხოვენ ჰესების მშენებლობების შეჩერებას.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჰესები სრულიად სვანეთს ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს.

დღევანდელ აქციას შეუერთდნენ ეკოლოგიურ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე კახეთის რეგიონის წარმომადგენლები.

მსგავსი