მესტიაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით მოზარდი დაიღუპა
15:39, 23.03.2020
უბედური შემთხვევა მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის თემში. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს, 13 წლის მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი თავად გაუვარდა და სასიკვდილოდ დაიჭრა.
დაჭრილი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.