მესტიაში ადიდებული მდინარიდან მაშველებმა მამაკაცი გამოიყვანეს [ფოტო/ვიდეო]

15:09, 06.07.2018

მესტიაში, სოფელ ბეჩოში, ადიდებული მდინარიდან მამაკაცი გამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მამაკაცი ადიდებული მდინარიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა, რის გამოც მაშველების დახმარება დასჭირდა.

სამაშველო ოპერაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფმა ვერტმფრენით ჩაატარა.

მსგავსი