„მესტიაჭალაჰესის“ მშენებლობის გაგრძელების საკითხზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მესტიის მოსახლეობას ხვდება 

14:51, 20.03.2018

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ენერგეტიკის დარგში რომეო მიქაუტაძე და Georgian global utilities აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან.

შეხვედრაზე საუბარია „მესტიაჭალაჰესის“ მშენებლობის გაგრძელებაზე.

ადგილობრივების ნაწილის მოთხოვნა უცვლელია, ისინი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ჰესი მდინარის მოდინებაზეა აგებული და არ ითვალისწინებს წყალსაცავების მოწყობასა და წყლის დაგუბებას.

მსგავსი