მესტია საერთაშორისო კლინიკურ კონფერენციას მასპინძლობს
მესტია საერთაშორისო კლინიკურ კონფერენციას მასპინძლობს

მესტია საერთაშორისო კლინიკურ კონფერენციას – „კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევათა აქტუალური პრობლემები“ მასპინძლობს. კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება. კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოს ექიმთა ასოციაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მესტიის მუნიციპალიტეტია.

საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება.

დატოვე კომენტარი