მესტია-კალა-უშგულის მონაკვეთი ჩაკეტილია
მესტია-კალა-უშგულის მონაკვეთი ჩაკეტილია

დიდთოვლობის გამო, მესტია- კალა-უშგულის მონაკვეთი ჩაკეტილია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მალხაზ თორიას ინფორმაციით. ამ დროისთვის ტექნიკის მუშაობა საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო, შეჩერებულია.

მისივე ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ნალექის ინტენსივობა დაიკლებს. ზემო სვანეთში რამდენიმე დღეა თოვს და აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს, რაც აფერხებს სამუშაოებს.

რაც შეეხება სამეგრელოს რეგიონს დილიდან თოვს,თუმცა უხვ ნალექს არც ერთ მუნიციპალიტეტში პრობლემები არ შეუქმნია.

მალხაზ თორიას თქმით, ცენტრალურ გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა და გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად ხორციელდება და ქუჩებზე თოვლის საფარისგან იწმინდება ტროტუარები და მწვანე ნარგავები.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ფიქსირდება წერტილოვანი გამორთვები და

პრობლემის წარმოქმნისთანავე ადგილებზე „ენერგო-პრო-ჯორჯიას თანამშრომლები გადიან, რათა აბონენტებს დროულად აღუდგეთ ელექტრიენერგია.