მესტია ELLE-ს 2019 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის მოხვდა
მესტია ELLE-ს 2019 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის მოხვდა

ცნობილი ფრანგული გამოცემა ELLE-ს ბრიტანულმა რედაქციამ 2019 წლის 18 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველო, კერძოდ, მესტია დაასახელა.

როგორც გამოცემა წერს, ტურისტული სფეროს ბრიტანელმა ექსპერტებმა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად მიიჩნიეს.

„მოგბეზრდათ ევროპა და აზია? ეწვიეთ საქართველოს“, – წერს ELLE.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სვანეთში მოგზაურობისას ტურისტებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხოლო აქტიურ სტუმრებს აუცილებლად ურჩევენ ხალდის მყინვარზე ასვლას და უშბასთან მდებარე ტბების ნახვას.

„გურმანებმა აუცილებლად უნდა გასინჯონ სვანური სამზარეულო – მათ შორის კუბდარი და თაშმიჯაბი“, – ნათქვამია სტატიაში.

ELLE-ს ექსპერტები ტურისტებს ურჩევენ, საქართველოს მაისში, ივნისში ან სექტემბერში ეწვიონ. მათივე თქმით, ასევე რეკომენდებულია საქართველში შემოდგომაზე ჩასვლა, განსაკუთრებით, თუ მოგზაურები კახეთს სტუმრობენ.