მესხეთის თეატრში სპექტაკლის „მედეა ევროპიდეს წინააღდეგ" პრემიერა გაიმართა
მესხეთის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის „მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ” პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ჯანრი კაშას ნაწარმოების მიხედვით დაიდგა, რომლის რეჟისორი გიორგი შალუტაშვილია.
ერთმოქმედებიან პიესაში მაყურებელმა ნახა სპექტაკლი, როგორ დგამენ ევრიპიდეს მედეას.
ევრიპიდე ბერძენი ტრაგიკოსი იყო. იგი განსხვავებულად გადმოსცემს კოლხეთის ლეგენდარული მეფის ასულის ისტორიას.
პრემიერას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისი მეუღლის, ჯანრი კაშიას ნაწარმოების პრემიერის გამართვა ახალციხეში მისი სურვილით მოხდა.