„მესტიაჭალაჰესის“ მშენებლობის საკითხზე შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს 
„მესტიაჭალაჰესის“ მშენებლობის საკითხზე შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს 

მესტიაჭალაჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრის მოადგილესა და veorgian global utilities გენერალურ დირექტორთან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

რამდენიმე ადგილობრივმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი თქმით, ისინი არ დაუშვებენ „მესტიაჭალაჰესის“იმ პროექტით აშენებას, რომელიც ამჟამად ხორციელდება.

ადგილობრივების განცხადებით, არ ენდობიან სამშენებლო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას. რამდენიმე დღეში ადგილობრივი მოსახლეობა თვითონ მოიწვევს ექსპერტებს.

შეხვედრიდან გამოსულმა ნათია ქურდიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰესების აშენების წინააღმდეგ გამოსვლის გამო, სამი ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ჯერ ამ ფაქტზე მესტიის მერიაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეხვედრაზე ადამიანთა ახალი ჯგუფი მოვიდა, რასაც ხმაური მოყვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. რაც შეეხება სამშენებლო კომპანიას, Georgian global utilities აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ აღნიშნული ჰესი მდინარის მოდინებაზეა აგებული და არ ითვალისწინებს წყალსაცავების მოწყობასა და წყლის დაგუბებას.