მესის ულამაზესი გოლი „ბარსელონას“ ვარჯიშზე (ვიდეო)
მესის ულამაზესი გოლი „ბარსელონას“ ვარჯიშზე (ვიდეო)

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ „ხეტაფესთან“ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩის წინ, ვარჯიშზე ულამაზესი გოლი გაიტანა. 31 წლის არგენტინელმა მეკარის პასის შემდეგ, ერთი შეხებით შეძლო ზუსტად დარტყმა.

ამ სეზონში მესიმ 20 მატჩი ჩაატარა „ბარსელონას“ რიგებში, 21 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი შეასრულა.