მესის ქალებში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელზე 325-ჯერ მაღალი შემოსავალი აქვს
მესის ქალებში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელზე 325-ჯერ მაღალი შემოსავალი აქვს

ფრანგულმა გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ (France Football) გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ხუთეული მამაკაცებსა და ქალებს შორის,

კაცებში ლიდერობს „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 130 მილიონი ევრო გამოიმუშავა. შედარებისთვის, ქალებს შორის ლიდერს, ნორვეგიის ნაკრებისა და „ლიონის“ ფორვარდს ადე ჰეგერბერგს წელიწადში 400 ათასი ევრო აქვს, რაც მესის შემოსავალზე 325-ჯერ ნაკლებია.

კაცებს შორის მეორე ადგილზეა „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ – 113 მილიონით, ქალებში – ამანდინ ანრი „ლიონიდან“ (360 ათასი).

მესამე ადგილზე კაცებში ნეიმარია (პსჟ, 91.5 მილიონი), ქალებში – ვენდი რენარი („ლიონი“, 350 ათასი).