მესის მამამ ლეოს „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლა გამორიცხა
მესის მამამ ლეოს „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლა გამორიცხა

„ბარსელონას“ ფორვარდის ლიონელ მესის მამამ და აგენტმა ხორხე მესიმ კომენტარი გაუკეთა ჭორებს არგენტინელი ფეხბურთელის „პარი სენ-ჟერმენში“ სავარაუდო გადასვლასთან დაკავშირებით.

რამდენიმე დღის წინ, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფრანგული კლუბი მოელაპარაკა 33 წლის ფეხბურთელის მამას იანვარში ტრანსფერის შესახებ.

„საკმარისია ცრუ ინფორმაციების მოგონება“, – დაწერა უფროსმა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი აპირებდა „ბარსელონას“ ზაფხულში დატოვებას თავისუფალი აგენტის სტატუსით, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ წასვლის ნება არ მისცა და მის სანაცვლოდ პოტენციური მყიდველებისგან 700 მილიონი ევრო მოითხოვა. საბოლოოდ, მესიმ „ბარსელონაში“ დარჩენა გადაწყვიტა. მისი კონტრაქტი კატალონურ კლუბთან მომავალი წლის ზაფხულში იწურება.