მესიმ შვილებთან და ძაღლთან ფეხბურთი ითამაშა (ვიდეო)
მესიმ შვილებთან და ძაღლთან ფეხბურთი ითამაშა (ვიდეო)

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ფეხბურთი ითამაშა თავის შვილებთან და კიდევ ერთ უცნაურ პარტნიორთან ერთად.

მესის ოჯახის წევრებთან ერთად ბურთი გააგორა ძაღლმა, სახელად „ჰალკი“. ეს არის ფრანგული მასტიფი, რომელიც ვიდეოში ცდილობს ბურთი წართვას ლიონელს, ტიაგოსა და მატეოს.

არგენტინელი მალე დაასრულებს შვებულებას და შეუერთდება „ბარსელონას“ მზადებას. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონი აპირებს ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს მესის.