მესიმ საკლუბო კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო
მესიმ საკლუბო კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო

ესპანეთის სუპერთასის ფინალში კატალონიური გრანდი ბილბაოს „ატლეტიკთან“ დამატებით დროში დამარცხდა – 3:2.

შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე „ბარსელონას“ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ წითელი ბარათი მიიღო.

აღმოჩნდა, რომ კატალონიური და ბასკური გუნდების დაპირისპირებაში მიღებული წითელი ბარათი, მესის საკლუბო კარიერაში პირველი შემთხვევა იყო.

მესის მანამდე მოედანი მხოლოდ ორჯერ დაატოვებინეს და ორივე არგენტინის ნაკრების თამაშის დროს – 2004 წელს უნგრეთთან მატჩში და 2019-ში ჩილესთან გამართულ შეხვედრაში.