საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩში პსჟ „ბრესტს“ ესტუმრა. პარიზელებმა გამარჯვება მესის საგოლე გადაცემისა და მბაპეს ზუსტი დარტყმის წყალობით (90+1 წუთზე) მოიპოვეს 2:1.
„პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელი თავდამსხმელისთვის ეს საკლუბო კარიერაში რიგით მე-300 საგოლე გადაცემა იყო.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარ სეზონში მესიმ პსჟ-ს შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და 13 საგოლე პასი შეასრულა.
ქვეყნის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სწორედ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიდერობს და უახლოეს მდევარს, „მარსელს“ 11 ქულით ასწრებს.