მესიმ პელეს გაასწრო, მბაპემ მესის რეკორდი მოხსნა – ჩემპიონთა ლიგა, მე-6 ტური, A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* ლიონელ მესიმ კარიერაში 758 გოლი გაიტანა და გაუსწრო პელეს. ასე რომ, ახლა კრიშტიანო რონალდო (801 გოლი) და მესი არიან ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელები ფეხბურთის ისტორიაში.
* მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 38-ე გუნდს გაუტანა და კრიშტიანო რონალდოს რეკორდი გაიმეორა.
* მესიმ ამ ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე გოლი გაიტანა. საფრანგეთის ჩემპიონატში მას ცხრა მატჩში ერთი გოლი აქვს.
* მესის ჩემპიონთა ლიგის 154 მატჩში 125 გოლი აქვს.
* მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 22-ე პენალტი შეასრულა და კრიშტიანო რონალდოს რეკორდი გაიმეორა. არგენტინელმა 18 პენალტი გაიტანა, პორტუგალიელმა – 19.
* მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 35-ედ გაიტანა ერთ მატჩში მინიმუმ ორი გოლი.
* მბაპემ მესის რეკორდი გააუმჯობესა – ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (22 წლის, 352 დღის) გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 30 გოლი გაიტანა.
* მბაპეს ჩემპიონთა ლიგის 51 მატჩში 50 ქულა (31+19) აქვს.
* შეწყდა „მანჩესტერ სიტის“ შვიდმატჩიანი მოგებების სერია.
A ჯგუფი
პსჟ-ბრიუგე 4:1
გოლები: 1:0 მბაპე (2), 2:0 მბაპე (7), 3:0 მესი (38), 3:1 რიტსი (68), 4:1 მესი (76-პენ)
ლაიპციგი-მანჩესტერ სიტი 2:1
გოლები: 1:0 შობოშლაი (24), 2:0 ანდრე სილვა (71), 2:1 მაჰრეზი (76)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| მანჩესტ. სიტი | 6 | 4 | 0 | 2 | 18:10 | 12 |
| პსჟ | 6 | 3 | 2 | 1 | 13:08 | 11 |
| ლაიპციგი | 6 | 2 | 1 | 3 | 15:14 | 7 |
| ბრიუგე | 6 | 1 | 1 | 4 | 6:20 | 4 |