მესიმ პელეს გაასწრო, მბაპემ მესის რეკორდი მოხსნა - ჩემპიონთა ლიგა, მე-6 ტური, A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
მესიმ პელეს გაასწრო, მბაპემ მესის რეკორდი მოხსნა - ჩემპიონთა ლიგა, მე-6 ტური, A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ლიონელ მესიმ კარიერაში 758 გოლი გაიტანა და გაუსწრო პელეს. ასე რომ, ახლა კრიშტიანო რონალდო (801 გოლი) და მესი არიან ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელები ფეხბურთის ისტორიაში.

* მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 38-ე გუნდს გაუტანა და კრიშტიანო რონალდოს რეკორდი გაიმეორა.

* მესიმ ამ ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე გოლი გაიტანა. საფრანგეთის ჩემპიონატში მას ცხრა მატჩში ერთი გოლი აქვს.

* მესის ჩემპიონთა ლიგის 154 მატჩში 125 გოლი აქვს.

* მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 22-ე პენალტი შეასრულა და კრიშტიანო რონალდოს რეკორდი გაიმეორა. არგენტინელმა 18 პენალტი გაიტანა, პორტუგალიელმა – 19.

* მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 35-ედ გაიტანა ერთ მატჩში მინიმუმ ორი გოლი.

* მბაპემ მესის რეკორდი გააუმჯობესა – ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (22 წლის, 352 დღის) გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 30 გოლი გაიტანა.

* მბაპეს ჩემპიონთა ლიგის 51 მატჩში 50 ქულა (31+19) აქვს.

* შეწყდა „მანჩესტერ სიტის“ შვიდმატჩიანი მოგებების სერია.

 

A ჯგუფი

პსჟ-ბრიუგე                    4:1

გოლები: 1:0 მბაპე (2), 2:0 მბაპე (7), 3:0 მესი (38), 3:1 რიტსი (68), 4:1 მესი (76-პენ)

ლაიპციგი-მანჩესტერ სიტი         2:1

გოლები: 1:0 შობოშლაი (24), 2:0 ანდრე სილვა (71), 2:1 მაჰრეზი (76)

მანჩესტ. სიტი 6 4 0 2 18:10 12
პსჟ 6 3 2 1 13:08 11
ლაიპციგი 6 2 1 3 15:14 7
ბრიუგე 6 1 1 4 6:20 4