მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია
მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა, beIN Sports-ის რეპორტიორმა, ტანკრედი პალმიერიმ საკუთარ „ტვიტერზე“ მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.

ირკვევა, რომ დღეისთვის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია – „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი. ის წელიწადში 40 მილიონ ევროს იღებს.

პალმიერის ათეული სრულად ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 40 მლნ. ევრო
2. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 31 მლნ
3. ნეიმარი (პსჟ) – 30 მლნ
4. ანდრეს ინიესტა (ვისელ კობე) – 25 მლნ
5. ოსკარი (შანხაი ტელეისი) – 24 მლნ
6. ალექსის სანჩესი (მანჩესტერ იუნაიტედი) – 22,5 მლნ
7. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) – 20 მლნ
8. ჰალკი (შანხაი ტელეისი) – 20 მლნ
9. ხავიერ მასკერანო (ჰებეი ჩაინა ფორჩუნი) – 19 მლნ
10. გაბი (ალ-სადი) – 19 მლნ