მესი, შეიძლება, „ბარსელონაში“ დაბრუნდეს #1TVSPORT
მესი, შეიძლება, „ბარსელონაში“ დაბრუნდეს #1TVSPORT

არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი, შესაძლოა, 2026 წელს „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.

როგორც ინტერნეტგამოცემა Gol Digital-ი იტყობინება, მესი აპირებს კატალონიურ გუნდთან შეერთებას მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად.

ამ მომენტისთვის ლიონელ მესი „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელია. კონტრაქტის მიხედვით, არგენტინელი MLS-ის კლუბთან 2025 წლის ბოლომდეა დაკავშირებული. მესიმ, შეიძლება, მოკლეხნიანი კონტრაქტი გააფორმოს „ბარსელონასთან“ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, რომელიც 2026 წელს 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება.