მესი სამკურნალოდ მადრიდში გაემგზავრება #1TVSPORT
მესი სამკურნალოდ მადრიდში გაემგზავრება #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის განაცხადში. პარიზული კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ 34 წლის არგენტინელი დისკომფორტს განიცდის მარცხენა მუხლში.

გამოცემა Infobae-ს ინფორმაციით, „ბარსელონას“ ფეხბურთელი სამკურნალოდ მადრიდის კლინიკაში გაემგზავრება „ატლეტიკოს“ ყოფილ ექიმ ვისენტე კონსეხეროსთან. ასე რომ, მესი ასევე გამოტოვებს საფრანგეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრას „ბორდოს“ წინააღმდეგ, რომელიც 6 ნოემბერს გაიმართება.

ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ არის მესის თამაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში – 13 ნოემბერს ურუგვაისთან და 17 ნოემბერს ბრაზილიასთან.