სანდრო მამუკელაშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში 23 ქულა ჩააგდო, „ლეიკერსმა“ „მილუოკი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

09:19, 12.11.2026

„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ სანდრო მამუკელაშვილის ყოფილ კლუბ „მილუოკი ბაქსს“ ესტუმრა და 123:112 სძლია.

ზურგის ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ლუკა დონჩიჩი, რომელმაც 32 ქულა ჩააგდო, მასთან ერთად კი გამორჩეული იყო ქართველი ფორვარდი.

მამუკელაშვილმა 26 წუთში 23 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 8-დან 5 სამქულიანი და 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.

11 მოგებით (2 წაგება) „ლეიკერსი“ დასავლეთის კონფერენციაში პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს 16 ნოემბერს „ფინიქსში“ გამართავს.

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „იუტა ჯაზს“ ესტუმრა და მანაც 123 ქულა ჩააგდო – 123:108 გაიმარჯვა.

ორლანდოელებს გერმანელი ფრანც ვაგნერი გაუძღვა – 38 ქულა. ბითაძის ანგარიშზე კი 20 წუთში 4 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარებაა.

„ორლანდო“ მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს „მილუოკი ბაქსთან“ შინ ჩაატარებს.

მსგავსი