მესი საგოლე მომენტების რაოდენობით ლიდერია ბოლო ხუთ წელიწადში, რონალდო 33-ე ადგილზეა
მესი საგოლე მომენტების რაოდენობით ლიდერია ბოლო ხუთ წელიწადში, რონალდო 33-ე ადგილზეა

ცნობილმა საფეხბურთო კვლევითმა ცენტრმა CIES Football Observatory-მ გამოაქვეყნა TOP5 ქვეყნების ჩემპიონატების (პრიმერა, პრემიერლიგა, ბუნდესლიგა, სერია A, ლიგა 1) იმ ფეხბურთელთა რეიტინგი, რომლებმაც ბოლო ხუთ წელიწადში ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნეს.

მკვლევარებმა აშკარა საგოლე მომენტად მიიჩნიეს მეკარესთან ერთი ერთზე გასვლა ან ახლო მანძილიდან დარტყმა. ამ მაჩვენებლით საუკეთესო აღმოჩდა „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი, რომელმაც ხუთი წლის განმავლობაში 158 აშკარა საგოლე მომენტი შექმნა. არგენტინელი ყოველ 90 წუთში ერთ მომენტს ქმნის.

მეორე ადგილზე გავიდა „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია (109). მესამე პოზიცია ეკუთვნის „მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველს კევინ დე ბრიუნს (94).

შემდეგ მოდიან: ნეიმარი („პარი სენ-ჟერმენი”, 86), თომას მიულერი („ბაიერნი”, 84), ლუის სუარესი („ბარსელონა”, 83), პაპუ გომესი („ატალანტა”, 81), დმიტრი პაიე („მარსელი”, 76), რიად მაჰრეზი („მანჩესტერ სიტი”, 66) და ფილიპ კოსტიჩი („აინტრახტი”, 65).

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო რეიტინგში მხოლოდ 33-ე ადგილზეა (46 მომენტი).