მესი ნაკრებში მარტში დაბრუნდება
მესი ნაკრებში მარტში დაბრუნდება

ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში აუცილებლად დაბრუნდება, – ამის შესახებ გამომცემლობა TNT Sports წერს.

„ბარსელონას“ ფორვარდი ეროვნულ გუნდში კარიერას მარტში განაახლებს, როცა „ალბისელესტეს“ ორი ამხანაგური მატჩი ექნება ჩასატარებელი.

გარდა ამისა, სულ მალე მოგვარდება მთავარი მწვრთნელის საკითხიც. როგორც ირკვევა, 29 ნოემბერს, არგენტინის ნაკრების სრულფასოვან მწვრთნელად ლიონელ სკალონი დაინიშნება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გუნდში დროებითი დამრიგებლის სტატუსით მუშაობდა.

მისი ხელმძღვანელობით, ნაკრებმა ექვსი მატჩი ჩაატარა, ოთხი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, ერთი წააგო და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.