მესი მაისში გადაწყვეტს თავის მომავალს #1TVSPORT
მესი მაისში გადაწყვეტს თავის მომავალს #1TVSPORT

ლიონელ მესის საუდის არაბეთიდან ახალი შეთავაზება აქვს – სეზონში 500 მილიონ ევროზე მეტი.

ჟურნალისტმა ჟაუმე რორესმა რადიო Cadena SER-ის ეთერში განაცხადა, რომ არაბულმა მხარემ გაზარდა წინადადება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მესის კვლავაც სურს „ბარსელონაში“ დაბრუნება.

„მიმაჩნია, რომ მესის დაბრუნება შესაძლებელის, თუმცა საუდის არაბეთმა გაზარდა წინადადება და ახლა ის წელიწადში 500 მილიონ ევროს აჭარბებს.

პარიზული გამოცდილება მესისთვის დადებითი არ გამოდგა. ყველა ხედავს, როგორ უჭირს კრიშტიანო რონალდოს საუდის არაბეთში. მესი კი ყოველთვის ამბობდა, რომ სურს „ბარსელონაში“ დაბრუნება და ამ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. გადაწყვეტილებას ის მაისში მიიღებს.

ყველა მხარეს სურს ეს – მესის, „ბარსელონასა“ და ლა ლიგას“, – განაცხადა რორესმა.

მიმდინარე სეზონში არგენტინელმა 38 ოფიციალურ მატჩში 20 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.