ორი ვერცხლის მედალი ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე
ორი ვერცხლის მედალი ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ქართველების ანგარიშზე – სენეგალში ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. ქვიშის ჭიდაობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა მეორე ადგილი დაიკავეს. ლუკა მახარაძე და ნურადინ მუსტაფაევი ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ. ფინალში ისინი აზერბაიჯანელ სპორტსმენებთან დამარცხდნენ. 7 ნოემბერს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პირველი მედალი დავით მძევაშვილმა მოუპოვა. მან ქვიშის ჭიდაობაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სენეგალელი ბაბაკარ მბაიე დაამარცხა.