მესი გრიზმანის ნაცვლად, საულის შეძენას ითხოვს

20:56, 21.04.2018

„ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესიმ თავის კლუბს ურჩია, უარი თქვას მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის შეძენაზე და ამ კლუბის სხვა ფეხბურთელი – ნახევარმცველი საულ ნიგესი შესთავაზა.

მესი გრიზმანის შეძენის აზრს ვერ ხედავს, სამაგიეროდ, დარწმუნებულია, რომ საულის მისვლა დადებითად იმოქმედებს მისი გუნდის თამაშზე.

ადრე ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ გრიზმანი ​”ბარსელონას” ტრანსფერზე უკვე მოელაპარაკა.

ამ სეზონში საულმა 49 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი