„ინტერ მაიამის“ ორი ლეგენდარული ფორვარდი ლიონელ მესი და ლუის სუარესი MLS-ის ყველა ვარსკვლავის მატჩს გამოტოვებენ.
„ლიონელ მესი გამოტოვებს ყველა ვარსკვლავის მატჩს კოჭის ტრავმის გამო, ხოლო ლუის სუარესი ვერ ითამაშებს მუხლში დისკომფორტის მიზეზით. მათი მზადყოფნა ლიგების თასის შაბათის მატჩისთვის შეფასდება ფეხბურთელების აღდგენის მსვლელობისას“, – წერია „ინტერ მაიამის“ განცხადებაში.
MLS-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი 25 ივლისს, თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება. მასში MLS-ის ვარსკვლავები მექსიკის ჩემპიონატის ვარსკვლავების ნაკრებს შეხვდებიან.