პარიზში გასამართ 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მესისა და დი მარიას ვიხილავთ, – იუწყება DSports-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ლეგენდერული მოთამაშეების პარიზის ოლიმპიადაზე წაყვანას.
აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესიც და ანხელ დი მარიაც უკვე არიან ოლიმპიური ოქროს მფლობელები – არგენტინის ეროვნული გუნდი პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა.